ნიუ-იორკის ICE Futures U.S-ის ბირჟაზე კაკაოს ფასმა, სექტემბერში მიწოდებაზე, 2,7%-ით ტონაზე 3135 დოლარამდე მოიმატა.. ეს იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური ფასი 2011 წლის 31 აგვისტოს იყო დაფიქსირებული.
ინვესტორები კაკაოს დეფიციტით შეშფოთებულნი არიან და პროდუქციის კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავენ.
რაც შეეხება ლონდონის ბირჟას, იქ კაკაოს ფასმა 2 %-ით მოიმატა და ტონაზე 1948 ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
Olam International-ის შეფასებით, უკვე მესამე წელია კაკაოზე საერთო მოხმარების 10 %-ი დეფიციტურია. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, 2014 წლის ბოლომდე კაკაოს ფასმა შესაძლოა კიდევ 10 %-ით მოიმატოს. ეს იმ ფონზე, როდესაც წლის დასაწყისიდან ფასი უკვე 13 %-ითაა გაზრდილი.
კაკაოს გარდა ფასი იზრდება ყავა რობუსტაზეც. 1 ტონა პროდუქციის ფასი უკვე 2041 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ყავა არაბიკას მიხი ფასი მხოლოდ 0,1 %-ითაა გაზრდილი.