ანტიტერორისტული ოპერაციის გაგრძელების ან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივების გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან დღეს საღამოს იქნება მიღებული. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„ანტიტერორისტული ოპერაციის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება 22:00 საათზე იქნება მიღებული და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიღებს",_ განაცხადა ლისენკომ
შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ 72 საათით უკრაინის პრეზიდენტმა 27 ივნისს გაახანგრძლივა. მიუხედავად დაზავებისა ტერორისტები ცეცხლს არ წყვეტენ.