ოპერატორ ანატოლი კლიანის მკვლელობა ადასტურებს, რომ კიევს შეირაღებული კონფლიქტის დეესკალაცია არ სურს, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„რუსი ჟურნალისტის დაღუპვა დონეცკის ოლქში ცხადყოფს, რომ კიევს აშკარად არ სურს შეიარაღებული კონფლიქტის დეესკალაცია. ქვეყნის შეიარაღებული ძალები ბლოკავენ ისედაც მყიფე მშვიდობას",_ აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან ერთად, რუსეთი უკრაინისაგან პირველი არხის ჟურნალისტის დაღუპვის გარემოებების ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.
აღსანიშნავია რომ დონეცკის რაიონის პროკურატურამ ოპერატორის დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „განზრახ მკვლელობის" მუხლით აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენპროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ანატოლი კლიანი გასულ ღამეს ერთ ერთი უკრაინული სამხედრო ნაწილის სიახლოვეს გადაღების დროს დაიღუპა.