საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ინიციატივით მიმდინარეობს მასშტაბური გაცვლითი პროგრამა „ჩემი საქართველო აქ არის".
უპრეცედენტო პროექტი საქართველოში პირველად ტარდება და ხელს უწყობს რეგიონებში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას, ადგილობრივი კულტურის მხარდაჭერასა და წახალისებას.
პროექტის მიზანია, საქართველოს რეგიონების ახალგაზრდული შემოქმედებითი ჯგუფების გაცნობა-დაახლოება, გამოცდილების გაზიარება, მიღწევების წარმოჩენა და პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ისტორიულ ღირშესანიშნაობებს, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს.
რეგიონების კულტურის დაწესებულებების თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა ერთობლივი პროექტები, რაც კიდევ უფრო განავითარებს რეგიონალურ კულტურულ ცხოვრებას.
პროექტში ჩართულია 59 მუნიციპალიტეტი და 12 თვითმმართველი ქალაქი.
წლის ბოლომდე პროექტი „ჩემი საქართველო აქ არის" საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. უკვე ჩატარდა 29 გაცვლითი ღონისძიება, სადაც მონაწილეობა მიიღო 1400-მა სკოლის მოწაფემ.
30 ივნისს პროექტის - „ჩემი საქართველო აქ არის" ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული შემოქმედებითი კოლექტივებმა ფოლკლორულ კონცერტი გამართეს.
ონის ახალგაზრდული კოლექტივები ჩხოროწყუს ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. 29 ივნისს სტუმრებმა ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმი და ასევე, სოფელ მუხურში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მოინახულეს.