29 ივნისს , 19:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება დიდი ქართველი კომპოზიტორის, არჩილ კერესელიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილე საღამო.
კონცერტზე თბილისის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით აჟღერდება არჩილ კერესელიძის საზეიმო უვერტიურა, ასევე - თეატრისა და კინოს მუსიკა. დირიჟორი გახლავთ ვახტანგ კახიძე, სოლისტები - ნატალია ქუთათელაძე და დავით გველესიანი.
საიუბილეო საღამოს ორგანიზატორია თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად,
ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძებების ცენტრი.