ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების მიუხედავად უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოევიკები ცეცხლს არ წყვეტენ. მდგომარეობა ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების რაიონებში კი კვლავაც დაძაბული რჩება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
მისი თქმით, ბოევიკები უკრაინელი სამხედროების საგუშაგოების მიმართ ცეცხლს ხსნიან.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების საგუშაგოები უკვე ხუთჯერ დაიცხრილა. ყოველივე ეს სლავიანსკში, კრამატორსკში, კრასნოპარტიზავნსკში და დმიტროვკაში ხდება.
საბედნიეროდ დანაკარგი არ არის. დაჭრილია ხუთი სამხედრო",_ აცხადებს ლისენკო და აღნიშნავს, რომ ტერორისტები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არ იცავენ.
მასალის გამოყენების პირობები