უკრაინული არმია მზად არის ტერორისტები გაანადგურონ იმ შემთხვევაში თუ ისინი ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვის განმავლობაში იარაღს არ დაყრიან. ეს განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილ კოვალმა კითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა, როდესაც მას ჰკითხეს თუ როგორ იმოქმედებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოწურვის შემდეგ.
კოვალმა აღნიშნა, რომ სამხედროების მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მიიღებს, თუმცა ჯარი ტერორისტების გასანადგურებლად მზად არის.
„ყველა ადამიანმა იცის, რომ ცუდი მშვიდობა ომს მაინც ჯობია. შეიარაღებული ძალები მზად არიან შეასრულონ ნებისმიერ ამოცანა რომელთაც მათ მთავარსარდალი დაუსახავს. თუ იქნება ბრძანებს ბოევიკებს გავანადგურებთ",_ აცხადებს კოვალი.