უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რადას გადაწყვეტილება რუსული ენისათვის რეგიონულის სტატუსის გაუქმების შესახებ მცდარი იყო.
„ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე არაერთგზის აღმინიშნავს, რომ არასოდეს ეს კანონი არ მიიღებს ჩემს მხარდაჭერას",_ აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ უმაღლესი რადის გადაწყვეტილება რუსული ენისათვის რეგიონალურის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ მცდარი იყო. ეს განცხადებები უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ გაზეთ „ფიგაროსათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ უმაღლესი რადის ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო. ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც არაერთგზის გამიმეორებია და ეს კანონი ჩემს მხარდაჭერას არასოდეს მიიღებს",_ განაცხადა პოროშენკომ და აღნიშნა: „იმედი მაქვს, რომ მეტი არასოდეს უკრაინის ისტორიაში ენისა და კულტურის საკითხი არასოდეს დააყენებს საფრთხის ქვეშ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას".