უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი დღით გაახანგრძლივა. ამასთან ერთად, პოროშენკო აცხადებს, რომ ორშაბათამდე გამოცხადებული დაზავების რეჟიმის ბოევიკების მხრიდან დარღვევის შემთხვევაში ის შეწყვეტს ზავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„უკრაინა ელის, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიხურება ის პუნქტები, სადაც უკრაინაში გასაგზავნად ბოევიკებს ამზადებენ და შეწყდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გადაადგილებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე",_ ნათქვამია განცხადებაში.
პოროშენკო ელის, რომ ამ დროის განმავლობაში დაიწყება მის მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი გეგმის რეალიზება.
ამას გარდა კიევ იმედი აქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ეუთოს დამკვირვებლები გააკონტროლებენ.