რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევსა და ქვეყნის აღმოსავლეთს შორის მოლაპარაკებების პირობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კიევმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა გაახანგრძლივოს და დონბასში მყოფ ბოეკვიკებთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ეს განცხადებები პუტინმა კრემლში გააკეთა.
„უკრაინა მშვიდობის, დიალოგისა და თანხმობის გზას უნდა დაუბრუნდეს. მთავარი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება, როგორც აუცილებელი პირობა შინაარსიანი მოლაპარაკებების ჩასატარებლად",_ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთი კონფლიქტის მთელს ტერიტორიაზე სისხლისღვრის შეწყვეტას ემხრობა.