კრამატორსკში, ბოევიკების მიერ ანტიტერორისტული ძალების მიერ კონტროლირებად საგუშაგოზე მიტანილი იერიშის შედეგად ხუთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის პრესმდივანი ანდრეი ლისენკო ავრცელებს.
„ჩვენი სამხედროების წყალობით დანაკარგი ჩვენის მხრიდან მინიმალურია. ეს საგუშაგო არავისი არ არის, თუმცა ჩვენი სამხედროების თვალსაწიერის არეში იმყოფება და კონტროლდება",_ განაცხადა ანდრეი ლისენკომ და აღნიშნა, რომ ამ საგუშაგოდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით იქნა მიღებული, რომ ბოევიკებს დამხმარე ძალა მიუვიდათ.
მასალის გამოყენების პირობები