30 ივნისს, 19:00 საათზე, "ბაია " გალერეაში, პროექტის "მინდა სიცოცხლე" ფარგლებში ფოტოგრაფ თინათინ ბრეგაძის და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფოტოგამოფენა გაიმართება.
პროექტის შედეგად ბერი ანდრიას სახელობის ონკოლოგიური დაავადებების სარეაბილიტაციო ცენტრში გაკეთდება დიდი საბავშვო ბიბლიოთეკა და ხელოვნების ოთახი. ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა დღის განმავლობაში გაეცნონ საბავშვო ლიტერატურას, დაკავდნენ ხატვით, კერვით, ქსოვით და ა. შ. მკურნალობის პარალელურად ისინი სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ და მათი ყოველდღიური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება.
ფოტოგამოფენა საქველმოქმედოა.
გამოფენა 1-ელ ივლისს დაიხურება.
გამოფენის ორგანიზატორია საქველმოქმედო ფონდი "თემოფონდი". პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები