ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელშისაქარტველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილტან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოხატა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა: "ჩვენი მოკავშირეები მყარად იცავენ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას".
"ნატო კვლავაც მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე," - განაცხადა რასმუსენმა.
პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ევროპის სახალხო პარტიის სამიტში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.