27 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პოეტ, კომპოზიტორ და მომღერალ მანანა შალიკაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
საღამოზე შესრულდება მანანა შალიკაშვილის საავტორო სიმღერები "ვედრება", "შენ ერთი მყავხარ", "მუხამბაზი" და "ამღერებული ლექსი" (ლექსის ავტორი არჩილ ჯოჯიშვილი). მსახიობები ნინო ჯავახიშვილი, თათო ლალიაშვილი და სხვები წაიკითხავენ ლექსებს. საღამოზე ასევე შესრულდება კლასიკური ნაწარმოებები და პატრიარქისადმი მიძღვნილი"იავნანა", რომელსაც ოპერის მომღერალი მზია დავითაშვილი შეასრულებს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს გოგონათა ტრიო, რომელიც შეასრულებს მანანა ზაალიშვილის საავტორო სიმღერას "იავნანა".