უკრაინის შს სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფი ბოევიკები მზად არიან დაყარონ იარაღი, მაგრამ მათ ამის გამო საკუთარი თანამებრძოლები ხვრეტენ. ეს განცხადება უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიანმა კიევში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„არის ინფორმაცია, რომ ბოევიკების ნაწილი მზადაა იარაღი დაყაროს.... არის ინფორმაცია, რომ ტერორისტული ჯგუფების ხელმძღვანელები უშუალოდ ადგილზე დახვრეტის მუქარით ცდილობენ აღკვეთონ ამგვარი ფაქტები. არის შემთხვევები უშუალოდ დახვრეტისა",_ განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.