უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ხვალ, 27 ივნისს „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების" მიღების პირობას დებს, იმ შემთხვევაში თუ ტერორისტები მისი სამშვიდობო გეგმის პირობებს არ დასთანხმდებიან. განცხადება ამის შესახებ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებისათვის კითხვებზე პასუხის გაცემისას გააკეთა.
პოროშენკო აცხადებს, რომ ოთხშაბათს სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი შეიკრიბა, რომელშიც უკრაინის, ეუთოსა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, პარასკევს ეს ჯგუფი კვლავ შეიკრიბება.
„ტერორისტების წარმომადგენლები ბოლო შეხვედრას არ დასწრებიან, თუმცა ეს არც იყო საჭირო. ნახევარი საათის წინ კი მათ პარასკევის შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა: თუ ჩვენი პირობები სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით მიღებული არ იქნება, მაშინ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ",_ განაცხადა პოროშნკომ და კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპას უკრაინის პრობლემები ირგვლივ კონსოლიდირება მოახდინოს.
„ჯერ ჯერობით მხარდაჭერა არასაკმარისია",_ განაცხადა პრეზიდენტმა. „ეს შესაძლოა ყველა ქვეყანას დაემართოს, თუ ევროპა არ გაერთიანდება ამ საკითხის ირგვლივ",_ დასძინა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ასვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგაც კარგავს სამხედროებს.
„სეპარატისტების ცეცხლის ქვეშ უკრაინა ცდილობს სლავიანსკის, კრამატირსკისა და სხვა ქალაქების სიცოცხლისუნარიანობის აღდგენას, სადაც უკვე 10 დღე-ღამეზე მეტია ადამიანები წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილნი.
უკრაინა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას მშვიდობა სურს და ჩვენ ამისათვის ძალია მაღალი ფასი უკვე გადავიხადეთ",_ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.