ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ, Aმთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
,,არჩევნები, დაახლოებით, ხუთი მილიონი ლარი დაჯდება აქედან მილიონ 600 000-ლარზე მეტი ცესკო-ს დარჩა თავის ანგარიშე ნაშთის სახით რომელსაც გამოიყენებს. დამატებით ამ ეტაპზე ჩვენ გამოვყავით სამი მილიონი. თავისთავად ცხადია არჩევნების დასრულების შემდეგ როცა გვექნება ზუსტი ინფორმაცია და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს", _განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით, უცნობია როდის გაიმართება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური.