29 ივნისს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება სახელოვანი ქართველი კომპოზიტორის - არჩილ კერესელიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილე საღამო. კონცერტზე აჟღერდება ა. კერესელიძის საზეიმო უვერტურა, თეატრისა და კინოს მუსიკა თბილისის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით , დირიჟორი ვახტანგ კახიძე. სოლისტები: ნატალია ქუთათელაძე და დავით გველესიანი.
საღამო თბილისის მერიის კულტურული ღონისძებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით იმართება.
დასაწყისი 19.30 საათზე