ხვალ, 27 ივნისს, 18:00 საათზე, ლიტერატურულ კაფეში მწერალ რევაზ ორჯონიკიძის მიერ ბულგარულიდან ალეკო კონსტანტინოვის სატირული ნოველების კრებულის „ ბაი განიუს" თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.
საღამოს დაესწრებიან მწერლები, პუბლიცისტები და ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლები.
წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ბულგარეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მწერალი ოსტატურად ასახავს ცრუ, უპრინციპო პოლიტიკანისა და გაიძვერა კაცის ამორალურ სახეს, რომელსაც დღევანდელ სინამდვილეში ხშირად ვხვდებით.
მასალის გამოყენების პირობები