დღეს, 26 ივნისს, 17:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში გაიმართება დიდი ქართველი კომპოზიტორის მერი დავითაშვილის საბავშვო სიმღერების კრებულისა და მისდამი მიძღვნილი ქართულ-ამერიკული ჟურნალის "კულტურა და ფილოსოფია" პრეზენტაცია.
კრებულში შესულია მრავალი თაობის 100-მდე საყვარელი სიმღერა სპექტაკლებიდან, ნახატი და მხატვრული ფილმებიდან.
კრებული და ჟურნალი გამოიცა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის მიერ. იგი ეძღვნება მერი დავითაშვილის 90 წლისთავს.
მასალის გამოყენების პირობები