დღეს, 26 ივნისს, 19:30 საათზე, სანაპიროზე, მშვიდობის ხიდთთან, კომპანია Citysightseeing Tbilisi მდინარე მტკვარზე, საექსკურსიო კატერის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
პრეზანტიის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა სიტყვით გამოვა.
პრესკონფერენციის შემდეგ მდინარე მტკვარზე კატერით გასეირნება და ფოლკლორული მუსიკის კოცენტრი გაიმართება.
კომპანია CitySighseeing მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც ორსართულიანი კაბრიოლეტი-ავტობუსებით მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ექსკურსიებს აწყობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ თბილისი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია და შესაბამისად CitySighseeing დედაქალაქში საქმიანობის ახალ ეტაპს იწყებს.