დღეს, 26 ივნისს, 17:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში გაიმართება ფოლკლორი საღამო - მთის საჩუქარი ბარს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. საღამოზე სპეციალურად ჩამოვლენ ინგუში მომღერლები.
2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება "ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს" სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს.
ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.