უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ მისი მიზანი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მშვიდობის დამყარებაა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად და არა ნებისმიერი პირობებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ვიცი რომ კონსულტაცოენბის დაწყებას საზოგაოდებაში სხვადასხვაგვარად ხვდებიან. ზოგს უნდა რომ განხორცილდეს, სწრაფი და ხისტი სამხედრო მეთოდები, ზოგი, იმისათვის რომ ომი არ იყოს მასშტაბურ კომპრომისებს მოითხოვს. მინდა ყველას ვუპასუხო, რომ ჩვენი მიზანი ომი არ არის. ომი უკრაინას არ დაუწყია. ჩვენი მიზანი მშვიდობაა, მაგრამ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ არა ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი პირობით",- განაცხადა პოროშენკომ.