რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ პრეზიდენტისათვის მიცემული მანდატი გააუქმა რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლება ეძლევა. ამ წინადადებით პარლამენტს თავად ვლადიმერ პუტინმა მიმართა. სენატორები აცხადებენ, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობის მშვიდობიან დარეგულირებას შეუწყობს ხელს.
ფედერაციის საბჭომ ეს გადაწყვეტილება ისეთივე ერთსულოვნებით გააუქმა როგორც მიიღო მიმდინარე წლის 1 მარტს. გადაწყვეტილების გაუქმებას მხარი დაუჭირა 153 სენატორმა და მხოლოდ 1 იყო წინააღმდეგი.
ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ ამ 1 წინააღმეგ მიცემული ხმის გამო გაკვირვება გამოხატა და დაინტერესდა კიდევ ხომ არ აერია რომელიმე სენატორს ღილაკები.