დღეს, 26 მარტს, 16:00 საათზე, "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გაიმართება "მრგვალი მაგიდა" თემაზე - "ეროვნული საბჭოს სტრატეგია არჩევნების წინ". ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "რია ნოვოსტის" ოფისიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილებას მიიღებენ ~ხალხის პარტიის~ ლიდერი კობა დავითაშვილი, "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა და ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი.