ნატო მოსკოვთან პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობის გაყინულ რეჟიმს ახანგრძლივებს და ეს გაგრძელდება მანამ ვიდრე რუსეთი თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას არ შეუდგება. განცხადება ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.
„რუსეთის პოზიციაში ცვლილებას ვერ ვხედავთ, ამიტომაც ჩვენ არაფერი გვრჩება გარდა იმისა, რომ გავახანგრძლივოთ რეჟიმი შეწყვეტილი პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობისა. ამასთან ერთად ნატო ღიად ტოვებს დიპლომატიურ არხებს",_ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მდგომარეობის დესტაბილიზება და შექმნას პირობები სამშვიდობო გეგმის რეალიზაციის დაწყებისათვის.