საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასთვის თბილისის მერის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება ხვალისთვის გადადო. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დაცვის მხარის ადვოკატმა გიზო უგლავამ განაცხადა მას დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და უთხრა, რომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება ხვალ 14:00 საათისთვის გადაიდო.
,,სასამართლოს დღეს უნდა გამოცხადებინა გადაწყვეტილება გიგი უგულავასთვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე. თუმცა სასამართლოდან დამირეკა მოსამათთლის თანაშემწემ და მითხრა, რომ მოსამართლე სათათბირო ვადას ახანგრძლივებს და გადაწყვეტილებას ხვალ 14:00 საათზე გამოცხადებს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უგლავამ, რომელიც პროცესის გადადებას კიდევ არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გიგი უგულავასათვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე დღეს, 17:00 საათზე უნდა ემსჯელა.
დაცვის მხარე 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმად, გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერდა.