დღეისათვის ნავთობი მსოფლიოში საწვავის მთავარი სახეა. გასულ წელს ნავთობზე, მთლიანად მოხმარებული ენერგორესურსების 32,9 %-ი მოდიოდა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მსოფლიოში „შავი ოქროს" 53 წლის მარაგია. თუმცა ეს მონაცემი იმას არ ნიშნავს, რომ 53 წლის მერე ნავთობი გაქრება და ის აღარ იქნება.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი მარაგი მსოფლიოს კიდევ 55 წელი ეყოფა, თუ კი ამჟამინდელი მოპოვების ტემპი შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ აირზე, მთლიანი ენერგომოხმარების 23,7 %-ი მოდის.
ნავთობის მოხმარება მსოფლიოში იზრდება და დღეისათვის მისი მოხმარება დღეში 1,4 მლნ ბარელს აღწევს, რაც 1,4 %-ით მეტია გასული ათი წლის მოხმარებასთან შედარებით.
მასალის გამოყენების პირობები