დღეს დილით ლუგანსკში კრასნოდარის მხრიდან სამხედრო ტექნიკის კოლონა შევიდა, რომელსაც არავითარი ამოსაცნობი ნიშანი არ ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კოლონის ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა ნათლად ჩანს რომ სამხედრო ტექნიკის კოლონას ადამიანები გადაჰყავს.
„აღსანიშმავია, რომ 24-ში საღამოს ლუგანსკელმა ტერორისტებმა ლუგანსკის კამენნობროდსკის რაიონში მდებარე სასტუმრო „უკრაინა" ჩაიგდეს ხელში. სწორედ ამ რაიონის ხაზზე გადის ახლა ცეცხლის ხაზი ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეებსა და ლუგანსკელ ბოევიკებს შორის.
მასალის გამოყენების პირობები