ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს საჯარო დაწესებულებებიდან მოწოდებული ინფორმაციის განთავსებას. კერძოდ, IDFI-ს ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 2013 წელს (იანვარი-ნოემბერი) მიღებული აქვს 30 400- ლარის ოდენობის პრემია.
2013 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი" მიერ ინტელექტუალური საკუთრების დამცავი დოკუმენტების გაცემით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6 836 400- ლარი.
საქართველოს ეროვნულ ბაკში 2013 წელს თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯებისთვის გაიცა 148 797 ლარი, ხოლო წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის - 144 101- ლარი.
2013 წლის მანძილზე სახალხო დამცველის მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებულ 10 ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტზე 8 939 ლარი დაიხარჯა, მის „როუმინგულ" მომსახურებაზე კი 11 808-ლარი.