მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიერ გაკეთებული დეკლარირებული განცხადებებისა ტერორისტები დაუსჯელობასა და წახალისებას გრძნობენ. ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტის პერტო პოროშენკოს მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმისა და მცდელობისა დაიწყოს დიალოგი აღმოსავლეთ უკრაინასთან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკები აგრძელებენ უკრაინელი სამხედროების მკვლელობას.
გუშინ სლავიანსკთან ჩამოაგდეს ვერტმფრენი „მი-8". ამის შედეგად 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა",_ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღმნიშნულია, რომ ამას გარდა, საგუშაგოს დაცვხრილვის შედეგად დაღუპულია კიდევ 2 უკრაინელი სამხედრო და დაჭრილია 4.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს: „უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით, რომ პრორუს ტერორისტებს არ უნდა მშვიდობა, ისინი მოვიდნენ ომით და არ გაჩერდებიან არაფრის წინაშე ვიდრე უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას არ გაანადგურებენ".
„რუსი ბოევიკების ცინიზმი ბავშვებზეც კი ვრცელდება, ისინი ხელს უშლიან ბავშვები ევაკუაციას რეგიონებიდან. ყველა ეს საშინელი შემთხვევა მოწმობს, რომ მიუხედავად დეკლარირებული განცხადებებისა ისინი დაუსჯელობასა და წახალისებას გრძნობენ.
უკრაინა მოუწოდებს მთელს ცივილიზებულ სამყაროს წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას აღმოსავლეტ უკრაინაში",_ ნათქვამია განცხადებაში.