„შატო მუხრანი" მცხეთაში სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობების მშენებლობას უზრუნველყოფს. როგორც მთავრობის №1092 განკარგულებაშია აღნიშნული, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში მდებარე 4500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა №1, საერთო ფართით - 580.44 კვ.მ; შენობა №2, საერთო ფართით - 137 კვ.მ; შენობა №3, საერთო ფართით - 259.3 კვ.მ; შენობა №4, საერთო ფართით - 28.5 კვ.მ; შენობა №5, საერთო ფართით - 44 კვ.მ და შენობა №6, საერთო ფართით - 9 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.09.14.011) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „შატო მუხრანს".
იმავდროულად მთავრობამ სს „შატო მუხრანს" საპრივატიზებო ვალდებულებად განუსაზღვრა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 1 წლის ვადაში №72.09.14.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობებისათვის (შენობა №1, საერთო ფართით - 580.44 კვ.მ და შენობა №2, საერთო ფართით - 137 კვ.მ) დანიშნულებისამებრ ფუნქციონირების მიზნით, სამშენებლო ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარება და რემონტი; ვალდებულების შესრულების მიზნით, კი კომპანიამ არანაკლებ 60 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
კომპანია ვალდებულია ასევე, რომ საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს, სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობების სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ სარგებლობა.