კომპანია „ქართული თევზის კომპანია სო & კოს" ხობში თევზის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. ამ მიზნით მთავრობამ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით ხობში, სოფელ ყულევში მდებარე 147 048 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 340 ათას დოლარად მიყიდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, „ქართული თევზის კომპანია სო & კოს" ვალდებულია თევზის გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსის შექმნის მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში, თევზის გადამამუშავებელი ქარხნა ააშენოს, რომელიც უნდა მოიცავდეს საყინულესა და სამაცივრეს; ასევე ინვესტორი ვალდებულია უზრუნველყოს ნავმისადგომის მშენებლობა და აღჭურვა და თევზჭერის არანაკლებ 2 ერთეული სეინერისა და არანაკლებ 3 ერთეული სატრანსპორტო გემის შეძენა.
პირობების თანახმად, „ქართული თევზის კომპანია სო & კოს" პროექტის განსახორციელებლად მინიმუმ 12 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება დაეკისრა.
ვალდებულების შესრულებიდან 1 თვეში, კომპანია თევზის გადამამუშავებელ საწარმოო კომპლექსში (მათ შორის, ნავმისადგომზე, სეინერებსა და სატრანსპორტო გემებზე) 3 წლის ვადით, მინიმუმ 200 ადამიანის დაასაქმებს.