საქალაქო სასამართლო გიგი უგულავასათვის მერის უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე იმსჯელებს.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
დაცვის მხარე 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინების გაუქმებას ითხოვს, რომლის თანახმად, გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერდა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და დედაქალაქის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება არაკონსტიტუციურად სცნო.