მესტიის აეროპორტის დაცვის თანამშრომელი მოკლეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს საქმე უკვე გახსნილია და დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი ერთი პირი.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.