ფედერაციის საბჭო სხდომაზე მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის გამოყენების უფლების დადგენილების გაუქმების შესახებ. ეს განცხადება ფედერაციის საბჭოს ზედა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს უკრაინაში ჯარის გამოყენების გადაწყვეტილების გაუქმების წინადებით მიმართა. მან ოფიციალური ვიზიტით ვენაში გაფრენამდე, ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის ვალენტინა მატვიენკოს სახელზე შესაბამისი წერილი გააგზავნა.