რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს 1 მარტს მიღებული დადგენილების გაუქმების თხოვნით მიმართა. დაგენილების მიხედვით, რუსეტის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის გამოყენების უფლება აქვს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
„ოფიციალური ვიზიტით ვენაში გაფრენამდე, გაგზავნილ იქნა წერილი ფედერაციის საბჭოში საბჭოს ხელმძღვანელის ვალენტინა მატვიენკოს სახელზე, რომელშიც უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებში სიტუაციის ნორმალიზებისა მდგომარეობის დარეგულირების მიზნით, ასევე სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყების გამო ამავე საკითხზე, არის წინადადება ფედერაციის საბჭოს მიერ 2014 წლის 1 მარტს მიღებული დადგენილების გაუქმების შესახებ, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჯარის გამოყენების უფლებას ეხება",_ განაცხადა პესკოვმა.