საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქართული ღვინო „ქინძმარაულის" ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „იბერია"-ს თანამშრომლები, მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ახორციელებდნენ ფალისიფიცირებული ღვინის, ძვირადღირებული „ქინძმარაულის" დამზადებას და შემდგომში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე მის რეალიზებას. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და ხელოვნური ჩარევის შედეგად შეცვლილი ჰქონდა ბუნებრივი თვისობრიობა.
მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.