იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი აცხადებს, რომ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში იტალია ყველაფერს გააკეთებს რათა განმტკიცდეს ევროპის ერთიანობა და შეიქმნას „ევროპის შეერთებული შტატები".
იტალია ევროკავშირის თავმდჯომარეობას 1-ელ ივლისს ჩაიბარებს.
„უფრო ძლიერი და შეკრული ევროპა - ეს ერთადერთი გამოსავალია დღეს შექმნილი პრობლემებიდან" - განაცხადა რენციმ. პრემიერის აზრით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე ეფექტურ პასუხს წარმოადგენს ევროპის ერთიანობის იდეის მომხიბვლელობა.
იტალიის პრემიერის განცხადებას განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა ბრიტანეთში, სადაც ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განწყობა განსაკუთრებით დიდია.
მასალის გამოყენების პირობები