უკრაინის თავდაცვს სამინისტროში პირობას დებენ, რომ ისინი ტყვედ მყოფ უკრაინელ მფრინავ ქალს ნადეჟდა სავჩენკოს უახლოეს დროში გაათავისუფლებენ. ის სხვა უკრაინელ სამხედროებთან ერთად, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეს მიდამოებში ჩავარდა ტყვედ. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესის მართვის ხელმძღვანელმა ბოგდან სენნიკმა გააკეთა.
„უმეტეს შემთხვევაში, საუბარი მიდის გაცვლაზე. მინისტრი ყველა საკითხით პირადად არის დაკავებული. ახლახანს მასთან თათბირზე ვიყავი. მას მაგიდაზე სხვა საქაღალდეთა შორის ასევე აქვს ნადეჟდა სავჩენოკს საქმე. მისი გათავისუფლება უახლოეს დროში უნდა მოხდეს",_ განაცხადა სენნიკმა.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტები სავჩენკოს გამოცდილ სნაიპერად მიიჩნევენ. ლუგანსკში ნადეჟდა მოხალისედ წავიდა და ბატალიონ „აიდარის" შემადგენლობაში იბრძოდა. ის თითქმის ერთი თვის განმავლობაში იცავდა უკრაინას მამაკაცების გვერდიგვერდ.
ტერორისტები ნადეჟდა სავჩენკოში ოთხ ტყვე მამაკაცს ითხოვენ.