საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება.
პროცესზე დასწრებას, სავარაუდოდ, არ გეგმავს ბრალდებული ვანო მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში პროკურატურა, შსს- ყოფილ მინისტრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურეობრივ სიყალბეს ედავება.