იეღოვას მოწმეთა სექტის წარმომადგენლებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ბოლო დღეებში რასელისტთა, ე. წ. იეღოვას მოწმეთა სექტის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში ავრცელებენ მოსაწვევებს, რომლითაც მოქალაქეებს 30 მარტს, იეღოვას მოწმეთა დღესასწაულზე _ ე. წ. "იესოს სიკვდილის გახსენების" საღამოზე იწვევენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული სექტის მიერ წარმოებული აგრესიული პროზელიტიზმი მოსახლეობის დიდი ნაწილის მწვავე რეაქციას იწვევს. საპატრიარქოს პრესცენტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რასელისტთა ორგანიზაცია წარმოადგენს ანტიქრისტიანულ და ანტიჰუმანურ ტოტალიტარულ სექტას. საეკლესიო სამართლის თანახმად, მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკრძალება სექტანტებთან ერთობლივი ლოცვა და მათ რიტუალებში თანამონაწილეობა~, _ ნათქვამია განცხადებაში.