საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთს პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ პონტას პირადი მიწვევით ესტუმრა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიქტორ პონტა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აეროპორტში დახვდა. პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ირაკლი ღარიბაშვილს სამთავრობო რეზიდენციაში მასპინძლობს.
რუმინეთში კოლეგის მიწვევით ჩავიდა მოლდოვას პრემიერ-მინისტრი იურიე ლეანკეც.