უკრაინის საზღვრის მთელი პერიმეტრი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩეპოვოიმ გააკეთა.
„პრეზიდენტმა მიიღო პატაკი გენერალ -ლეიტენანტ ვიქტორ მოჟენკოსგან იმის შესახებ, რომ საზღვარზე თავდაცვის რეჟიმის დამყარების ოპერაცია დასრულებულია",_ განაცხადა ჩეპოვოიმ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ პრეზიდენტმა სამშვიდობო გეგმის მომდევნო ფაზაზე გადასვლის განკარგულება გასცა - დამყარდეს კონტროლის რეჟიმის სახელმწიფო საზღვარზე.
მასალის გამოყენების პირობები