რუსეთი უკრაინის საზღვარზე პროვოკაციებს გეგმავს. ეს განცხადება უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ვლადიმერ ჩეპოვოიმ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის სოფელ მილეროვოსთან, უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრის მანძილზე გამოვლენილია ტანკები უკრაინის ამოსაცნობი ნიშნებით და ადამიანები უკრაინულ სამხედრო ფორმაში.
„ამის მიზანი შესაძლოა იყოს პროვოკაციების განხორციელება უკრაინის ტერიტორიაზე ან შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზეც",_ განაცხადა ჩეპოვოიმ დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ამ ტიპის ტანკების შესახებ ინფორმაცია მოწმდება და ისინი შესაძლოა ყირიმში ყოფილიყვნენ შეიარაღებაზე.
ამასთან ერთად, აღნიშნულია ისიც, რომ დიდ რაოდენობით უკრაინული სამხედრო ფორმა ყირიმის ტერიტორიაზე დარჩა. იქ დარჩა სამხედრო ფორმების საწყობები.
მასალის გამოყენების პირობები