რუსეთის ფედერაციის ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. გადაწყვეტილება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის ბრძანების შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააკეთა.
„მისი ბრძანების შესაბამისად, დღეს 11 საათიდან ცენტრალური სამხედრო ოლქის სამხედროები, ასევე ყველა შენაერთი და სამხედრო ნაწილი, რომელიც მის ტერიტორიაზე დისლოცირდება სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი",_ განაცხადა შოიგუმ.
მისივე თქმით, შემოწმება 21 დან 28 ივნისამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები