ლუგანსკის ოლქში კრასნოდონის დასახლებაში შეიარაღებულმა პირებმა სამარშრუტო ტაქსი დაცხრილეს, რომელშიც მაღაროელები ისხდდნენ. დაიღუპა ერთი ადამიანი. დაჭრილია ექვსი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
სამარშრუტო ტაქსში სულ ათი ადამიანი იჯდა.
„ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ექვსი ადამიანი კი ცეცხლსასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში არიან ჰოსპიტალიზებულნი",_ წერს უკრაინული მედია.
მასალის გამოყენების პირობები