აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ასევე გერმანიის კანცლერმა აღმოსავლეთ უკრაინაში სუტუაციის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ტელეფონით დაუკავშირდა. „ისინი შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი დაუყოვნებლივ არ მიიღებს ზომებს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციის დეესკალაციისათვის, მაშინ აშშ და ევროკავშირი თავიანთი მომავალი ქმედებების კოორდინირენას მოახდენენ იმისათვის, რომ რუსეთმა კიდევ უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს",_ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თუცა კონკრეტულად რა ზომებზე მიდის საუბარი, ამაზე განცხადებაში ნათქვამი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები