რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედროების კონცენტრაციას აგრძელებს და ამზადებს ტანკებს უკრაინის ტერიტორიაზე გასაგზავნად. განცხადენა ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის დასავლეთ საზღვარზე აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედროების გადადისლოცირება მიმდინარეობს. ასევე გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე გასაგზავნად დამატებით, ტანკების მომზადება ხდება. ასევე ვიცით, რომ რუსეთი ასევე ახდენს არტილერიის რაოდენობის ზრდას საზღვარზე. მიგვაჩნია, რომ რუსეთი მალე ამ იარაღს სეპარატისტებს მიაწვდის",_ განაცხადა ფსაკიმ.
მისივე თქმით, აშშ ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან გადადგულ ნაბიჯებს აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის დეესკალაციისათვის.