21 ივნისს ბათუმში სტრიტ არტ ფესტივალი იხსნება. ფესტივალის გახსნა 7 საათისთვის ხელოვნების ცენტრ CAC 41N/41E - შია დაგეგმილი.
ფესტივალის ფარგლებში წელს ბათუმის სხვადასხვა უბანში 10 კედელი მოიხატება. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ თვალყური ადევნონ შემოქმედებით პროცესს.
ფესტივალში სულ 24 არტისტი მონაწილეობს. 18 საფრანგეთიდან და 6 საქართველოდან. ფესტივალის ორგანიზატორია არტ სტუდია DOTCOMMA.
სტრიტ არტ ფესტივალი ბათუმში პირველად გასულ წელს გაიმართა. ფესტივალის 2013 წლის ნამუშევრები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედაა განთავსებული. ნამუშევრების ნახვა ასევე შესაძლებელია CAC 41N/41E - ში.
ბათუმის სტრიტ არტ ფესტივალი 2014 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები